aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ყველა კაცი ტყეში კენკრის საკრეფად წავიდა – რუსეთში მობილიზაცია ჩავარდა

aviabiletebi
ავიაბილეთები

რუსეთში, კარელიის სოფელ შელტორეზოში მობილიზაცია ვერ ხორციელდება, რადგან ყველა კაცი ტყეში კენკრის საკრეფად წავიდა.

სოფლის ადმინისტრაციაში, ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ სწორედ ამ დროს დადიან ადგილობრივები მიტოვებულ სოფლებში კენკრის შესაგროვებლად, თუმცა, მათ არ იციან, თუ სად არიან კომისარიატში გამოძახებული კაცები ახლა.

ტყეს აფარებენ თავს სოფელ რიბრეკას მცხოვრებლებიც. რუსული მედიის ინფორმაციით, ადგილზე სულ რამდენიმე ადამიანის მობილიზება.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 21 სექტემბერს ქვეყანაში ნაწილობრივ მობილიზაცია გამოაცხადა. ამის შემდეგ რუსეთიდან გაქცევას ათასობით ადამიანი ცდილობს.

იტვირთბა....