ინდონეზიის ლიგის საფეხბურთო მატჩის შემდეგ ძალადობისა და ჭყლეტის შედეგად 150-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.
შემთხვევა აღმოსავლეთ იავის პროვინციაში, ქალაქ მალანგიში საფეხბურთო კლუბებს არემასა და პერსებაიას შორის გამართული მატჩის შემდეგ მოხდა. საფეხბურთო მატჩი 3-2-ით, არემას მარცხით დასრულდა.
აღმოსავლეთ იავის პოლიციის უფროსის, ნიკო აფინტას თქმით, წაგებული მხარის მხარდამჭერები მოედანზე შეიჭრნენ, პოლიციამ კი საპასუხოდ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა, რამაც ხალხის ჭყლეტა გამოიწვია.
34 ადამიანი გარდაიცვალა ადგილზე, დანარჩენი კი საავადმყოფოში ყოფნისას. დაღუპულთა შორისაა 2 პოლიციელი.