რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინის ოთხი რეგიონის – დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქების ანექსია გამოაცხადა.
“ეს არის მილიონობით ადამიანის ნება და ეს, რა თქმა უნდა, არის მათი უფლება, მათი განუყოფელი უფლება, რომელიც გათვალისწინებულია გაეროს წესდების პირველ მუხლში. დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის მცხოვრებლები ჩვენი მოქალაქეები ხდებიან – სამუდამოდ“, – განაცხადა პუტინმა უკრაინის რეგიონების ანექსიის ოფიციალურად გაფორმებამდე სიტყვით გამოსვლისას.
ოკუპირებული ოლქებში მიერ დანიშნულმა ე.წ. ხელმძღვანელებმა ხელი უკვე მოაწერეს რუსეთის შემადგენლობაში შესვლის შეთანხმებას.