უკრაინული მედიის ცნობით, უკრაინის შეიარაღებული ძალები დონეცკის ოლქში, ლიმანის მახლობლად მდებარე დასახლებულ პუნქტში – იამპილში შევიდნენ.
როგორც მედიაში იწერება, გავრცელდა კადრები, რომელშიც ადმინისტრაციული შენობის ფონზე უკრაინელი მებრძოლი აცხადებს – “იამპილი ჩვენია.”
ცნობისთვის, დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინელებს ლიმანში მყოფი რუსი ჯარისკაცები ოთხივე მხრიდან ალყაში ჰყავთ მოქცეული.