ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“როგორ გვიყვარს ქართველებს ვაი-უშველებლის ატეხვა” – რას წერს თორნიკე შარაშენიძე

[su_quote]როგორ გვიყვარს ქართველებს ვაი-უშველებლის ატეხვა. მახსოვს ერთ-ერთი ვაი-უშველებელი რომელიც 2008 წლის ომის მერე ატყდა. რუსეთი ორი მისტრალის ყიდვას აპირებდა. ჰოდა, ჩვენც მეტი რა გვინდოდა – მისტრალებს შავ ზღვაში შემოიყვანს და იქიდან დაგვცხებსო. (თითქოსდა რომ დაგცხოს ამისთვის მისტრალი სჭირდება მაშინ როცა გორთან დგას).
რუსეთი კი სინამდვილეში ერთი მისტრალის განთავსებას ბალტიის ზღვაში აპირებდა, მეორესი კი კურილიის კუნძულებთან. და რომც მოენდომებინა შავ ზღვაში მათი განთავსება, ვერ შემოიყვანდა, რადგან მონტროს კონვენცია ასეთი ზომის ხომალდებს დარდანელისა და ბოსფორის სრუტეებში მოძრაობას უკრძალავს. არაერთი თოქშოუ გაიმართა ამ თემაზე და იყო ერთი ჩოჩქოლი.
ბოლოს კი რუსეთმა საერთოდ ვერ იყიდა მისტრალები. ყირიმის ანექსიის მერე ფრანგებმა უარი სტკიცეს[/su_quote]

წერს ექსპერტი პოლიტიკის საკითხებში თორნიკე შარაშენიძე სოციალურ ქსელში.

 

 

იტვირთბა....