ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის შეტაკებები განახლდა

სომხეთ-აზერბაიჯანის ომი

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ვითარება კვლავ დაიძაბა. ორივე ქვეყნის თავდაცვის უწყება ერთმანეთს ცეცხლის გახსნაში სდებს ბრალს.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, სომხეთმა 28 სექტემბერს, 18:00 საათზე აზერბაიჯანულ პოზიციებს ქალბაჯარის რაიონის მიმართულებით ცეცხლი გაუხსნა. სროლის შედეგად დაიჭრა ერთი სამხედრო. უწყების ცნობით, აზრებაიჯანულმა მხარემ საპასუხო ზომები მიიღო.

რაც შეეხება სომხეთის თავდაცვის სამინისტროს, ისიც აცხადებს, რომ 28 სექტემბერს, 18:00 საათზე ნაღმტყორცნებისა და დიდი კალიბრის იარაღით ცეცხლი მათი მიმართულებით აზერბაიჯანმა გახსნა, რასაც სომხეთის მხრიდან საპასუხო რეაქცია მოყვა. უწყების ინფო0რმაციით, სომხეთმა სამი სამხედრო პირი დაკარგა.

შეგახსენებთ, სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე სამხედრო კონფლიქტი მიმდინარე წლის 13 სექტემბერს დაიწყო. 15 სექტემბერს კი მხარეებმა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს.

იტვირთბა....