პოლიტიკოსი და ტელეწამყვანი ბუკა პეტრიაშვილი უკრაინა-რუსეთის ომის შესახებ განახლებულ ინფორმაციას აქვეყნებს. როგორც პეტრიაშვილი სოციალურ ქსელში წერს, გუშინდელი დღე უკრაინელი მებრძოლებისთვის განსაკუთრებით წარმატებული იყო.
“გუშინ ისეთები ჩაატარეს ჩვენებმა, რომ დღეს ლიმანის მიმართულებიდან ძააალიან მაგარი დადასტურებული სიახლეები გვექნება! ყულფი ვიწროვდება ურდოს ყანყრატოზე ლიმანში! მანამდე გეტყვით, რომ ნოვოსელოვკა გაათავისუფლეს ჩვენებმა, კოლოდიაზის დასახლებიდან გაქუსლა ურდომ და კოკშაროვკაც ჩვენი კონტროლის ქვეშაა!
გუშინ ხმაურიანი დღე გამოდგა: ხერსონის ოლეშკებში სასტუმროში მოქუჩდნენ მობიკები ყირიმიდან. ჰოოდა, 300 ცხელ-ცხელი ბილეთიც გათამაშდა იოსიას კონცერტისთვის! მელიტოპოლში 8 -ჯერ იბუთქა გუშინ! ბათქა ბუთქი იყო ყირიმშიც და რაშაკასტანის ბელგოროდშიც! საწყობები – ფაფუ, ცოცხალი ძალა – ფაფუ, მძიმე ტექნიკა – ფაფუ!
ხერსონში ჩაუღწევია ყბადაღებულ მე-3 საარმიო კორპუსს! რაღაც პოზიციებს შეუტიეს ერთი პირი, მაგრამ შემოსცხეს ჩვენებმა და აღიდიგინეს პოზიციები! სერიოზული დაგადუგი მიდის ხერსონის მიდამოებში!
ბაზმუტი, ბახმუტი, ბახმუტიიი – ჩაიციკლნენ ეს პუტლერი და მისი ჯოგი, ხოდა აკლავენ ბუზებივით ამ თავის ორკებსაც და ცხელ-ცხელ მობიკებსაც! ერთი ათასად, მაინც სანტიმეტრს ვერ მოიწევენ წინ!
16 ჰაიმარსი გვქონდა. ახლა დაგვემატება 18 თავის 150 ჯავაანმანქანით და ულევი ჭურვების რაოდენობით! ანუუუ, ორჯერ უფრო მაგრა დავცხებთ ურდოს და მინიმუმ ორჯერ გაიზრდება იოსიას დამსწრეთა ყოველდღიური ნაკადი!
დასრულდა ტრუხა რეფერენდუმები უკრაინის დროებით ოჯუპირებულ 4 რეგიონში! უპატაკეს და ემთხვიენ პუტლერს კოლაბორანტები, შეგვიერთე ჩვენო მბრძანებელოო! ხვალ-ზეგ ელოდებიან რომ გაიბითურებს ბოლომდე თავს პუილო! გამოაცხადებს უფრო მასშტაბურ სიკვდილიზაციას და საღვთო ომს რუსეთის “მოქალაქეების” დასაცავად!
რაც შეეხება ბირთვული იარაღის გამოყენებას, ამერიკელებისგან უმაღლეს დონეზე შემოლაწუნების შემდეგ, 2 დღეა რაშკასტანის პროპაგან(კრაკა)ძილები იფიცებიან, რაის ბირთვვული ბომბა, საიდან მოიტანეთ, არასწორად გაუგეთ კუანა პუსო! არა, აბუჩად ამ ამბის აგდება არ იქნება, მაგრამ ურდომ მკაფიოდ გაიგო: განძრევა და დანგრევა ერთი იქნება!
პუილოს მსტოვარ ლუკაშას აფხაზების ცეკვები რო არ მოენატრებოდა ცხადია! ხაზეინთან ვიმსჯელეთ თქვენზეო და მას მერე ჩამოვედიო! ამ სვლით ცხადია, რომ: ლუკაშას კიდევ უფრო ღრმად შააყოფინა თავი ყულფში პუტლერმა (ძალიან აათამაშა ბოლო პერიოდში ლუკაშამ და მოუწია ტესტის ჩანარება, თორემ გზავნილს სხვასაც გაატანდა); უკრაინის 4 რეგიონის მითამ მიერთების და “სამამულო” ომის გამოცხადების შემდეგ პუტლერს ჭირდება რაღაც დიდი ჰამბავი – შეიძლება ეს იყოს საკავშირო გაერთიანება, რაიმე სუსურუკუს მაგვარი. ჰოდა არ გამორიცხოთ, რომ აფხაზებს ეგ გზავნილი ჩაუტანა ლუკაშამ – რუსეთი, ბელარუსი, აფხაზეთი (როგორც სომეხი ექსპერტები ამბობენ, შეიძლება მიაწვენ სომხეთსაც), ახალ საბჭოთა კავშირს შევქმნით და თანაბრად იქნებით წარმოდგენილიო!
აფხაზების მობილიზაციაზე დასათანხმებლადაც არ მგონია ლუკაშა ყოფილიყო საჭირო! კურატორი ფსბს გენერალიც ეყოფოდა!
“ჩვენ რა უნდა ვქნათ” თემაზე გუშინ ბევრი ითქვა და კიდევ ითქმება! მგონია, რომ არაამქვეყნიური სასწაულის გარდა ვერაფერი აგვაცილებს კიდევ ერთ დიდ გამოწვევას! ამიტომაც “პარა ბელუმ” – ხალხი მაინც ემზადოს რაიმე ფორმით! 1920!!! წელს მარო მაყაშვილი წერდა, ძალიან ბევრი რუსია თბილისში, მდიდრულად ჩაცმულები, გამოექცნენ ბოლშევიკებსო! რაც მერე მოხდა, ის აღარ უნდა განმეორდეს! ხელისუფლებას სადაც გაიქცევა, იმის იქით გზა ჰქონია, ჩვენ ჩვენი ქვეყანა უნდა გადავარჩინოთ! არის შანსი! სხვა დროა ახლა!”, – წერს პეტრიაშვილი.