საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, კრივის ფედერაციის ხელმძღვანელმა მასზე დასარტყმელად გაიწია.
მისი თქმით, ამის მიუხედავად სამინისტრო მოკრივეებს ფედრეაციაზე გვერდის ავლით აფინანსებს.
“კრივის ფედერაციის წარმომადგენლებისგან ან მოკრივეებისგან, რომ იყო ჩემდამი რაიმე წინააღმდეგობა ჩემს მიმართ ეს არის სიცრუე. ჩვენ გვყვანან მოკრივეები, რომლებიც თავიანთი ქცევით და მიღწევებით არიან ერთი მეორეზე ღირსეულები. გამოვიყენებ ეთერს და ვიტყვი ვინც ჩემზე გაიწია დასარტყმელად ეს არის კრივის ფედერაციის ხელმძღვანელი. ეს ქმედება მე კრივის სახეობაზე არ გადამაქვს, მათ ისეთი შედეგი აჩვენეს მადლობას იმსახურებენ. ჩვენ ისინი ფედერაციის გვერდის ავლით დავაფინანსეთ. ქართულ კრივის იმის მიუხედავად, რომ ხელმძღვანელში არ გაუმართლათ ხელს არ ვკრავთ, მას ჩვენ ქართველ კრივს არ დავაღუპინებთ.” – განაცხადა თეა წულუკიანმა იმედის ეთერში.