ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

უკრაინაში ომის დაწყებიდან მალევე ამერიკამ საქართველოს თავდაცვის გაძლიერებისთვის მრავალმილიარდიანი პაკეტი შესთავაზა, მოღალატე ოცნებამ კი ამაზე უარი თქვა – ვაშაძე

ვაშაძე

“სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ “მთავარ არხზე” გადაცემა “დღის სტუმარში” საუბრისას სკანდალური განცხადება გააკეთა და ოცნების ხელისუფლება ქვეყნის ღალატში დაადანაშაულა. მისი განმარტებით, მაშინ, როდესაც უკარინაში ომი დაიწყო, აშშ-მ საქართველოს მრავალმილიარდიანი პაკეტი შესთავაზა, რომელიც ქვეყნის თავდაცვას მოხმარდებოდა, თუმცა ხელისუფლებამ ამაზე უარი თქვა:

“ექსკლუზიური ინფორმაციას მოგცემთ ამასთან დაკავშირებით. არსად არ მითქვამს ეს ნუ მკითხავთ, რა წყაროებიდან მაქვს. უკრაინაში, ომის დაწყების მომენტიდან ამერიკულმა მხარემ, ჩემი ინფორმაციით, საქართველოს მთავრობას შესთავაზა მრავალმილიარდიანი პაკეტი საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისთვის, რაც ნიშნავს: ლენ ლიზებიდან დაწყებული, სხვადასხვა მექანიზმებით, საქართველოსთვის ზე-თანამედროვე შეიარაღების მიწოდებას. უფრო მეტიც – ამერიკულ წრეებში განიხილებოდა, როცა უკრაინელი მფრინავები გადამზადებაზე წაიყვანეს, წაეყვანათ ქართველი მფრინავებიც გადამზადებაზე. ამ ყველაფერზე უარი თქვა “ქართულმა ოცნებამ”. ეს არის კიდევ ერთი მოღალატეობრივი ნაბიჯი, რომელიც ოცნებამ გადადგა” – განაცხადა ვაშაძემ.

იტვირთბა....