ახალი ამბები მთავარი მსოფლიო უკრაინის ომი

ზელენსკი: უკრაინამ ყველა ტერიტორია უნდა დაიბრუნოს, ვერაიაირი კომპრომისი ვერ იქნება რუსეთთან

პრეზიდენტ ვოლოდიმერ ზელენსკის განცხადებით, უკრაინამ რუსეთის მიერ ოკუპირებული ყველა ტერიტორია უნდა დაიბრუნოს. ზელენსკის თქმით, ამ საკითხზე წასვლა გამორიცხულია, წინააღმდეგ შემთხვევაში, რუსეთი კვლავ დაბრუნდება და ისევ შეეცდება ქვეყნის ტერიტორიების დაკავებას.

“ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის არდგენა. ჩვენი ყველა საზღვრის დაბრუნება, ჩვენი მიწების დაბრუნება და ეს მხოლოდ იმიტომ არა, რომ ეს ჩვენი მიწებია და სამართლიანია, არამედ იმიტომაც, რომ თუ მკაფიოდ გასაგები არ იქნება, რომ ყველა ჩვენი მიწა დავიბრუნეთ, რომ ომი დამთავრდა და მშვიდობაა, თუ არ იქნება ეს მომენტი და რაღაც ყოველთვის იქნება კითხვის ნიშნის ქვეშ – თუ ჩვენი ქვეყნის რომელიმე ნაწილი დეოკუპირებული არ იქნება, თუ რაღაც ნაწილზე რაიმე კომპრომისი იქნება, მაშინ, დამიჯერეთ, თუ ვინმეს კიდევ ეჭვი გეპარებათ – რუსეთი მაინც დაბრუნდება ჩვენს ქვეყანაში, როგორც ოკუპანტი”, – აცხადებს ზელენსკი Facebook-ზე გავრცელებულ ვიდეომიმართვაში.

იტვირთბა....