ამ წუთებში ლარსის საზღვართან აქცია მიმდინარეობს, სადაც პოლიტიკოსები, აქტივისტები და რიგითი მოქალაქეები ქვეყანაში რუსეთის მოქალაქეების უკონტროლო შემოსვლას აპროტესტებენ.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. მათ აქციის მონაწილეებს გამშვებ პუნქტთან მიახლოების საშუალება არ მისცეს. ფაქტის ამსახველ კადრებს “დროას” ლიდერი ელენე ხოშტარია ავრცელებს.
შეგახსენებთ, მას შემდეგ, რაც რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა საყოველთაო მობილიზაცია გამოაცხადა, ოკუპანტი ქვეყნიდან მოქალაქეები გამორბიან და ცდილობენ, თავი საქართველოს შეაფარონ. შედეგად, ქვეყანაში ყოველდღიურად საშუალოდ 10 ათასი რუსი შემოდის საქართველოში.