[su_quote]ადამიანმა 500-დოლარიანი, 700-დოლარიანი მანქანა კი არ უნდა შეიძინოს იმისთვის, რომ ერთი ადგილიდან მეორემდე გადაადგილება მოახერხოს, ისეთი კომფორტული უნდა იყოს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რომ მას ამის საჭიროება არ უნდა ჰქონდეს. და გაძლევთ პირობას, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი ჩვენ ქალაქში იქნება ყველაზე სწრაფი, ყველაზე კომფორტული და ყველაზე ხელმისაწვდომი
[…]საცობები თბილისში ყოველთვის იყო, ყოველთვის პრობლემას წარმოადგენდა გადაადგილება. არის კონკრეტული კვანძები, რომლებიც პრობლემაა ქალაქისთვის. შესაბამის სამსახურს განსაზღვრული აქვს თუ რომელ კვანძზე არის საჭირო ჩარევა. ზაფხულში მოვაწესრიგეთ სამი მნიშნელოვანი კვანძი – თამარ მეფე, თამარაშვილი და ძალიან მალე დავასრულეთ დიდ დიღომში შესაბამის სამუშაოებს[/su_quote]
განაცხადა დედაქალაქის მერმა კახი კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე.