[su_quote]დედაქალაქს, თბილისს ყავს ყველაზე ახალი და ყველაზე მოწესრიგებული საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ეს არის ავტობუსები და მიკროავტობუსები. ეს იმიტომ, რომ ჩვენ მოვახერხეთ საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების მხარდაჭერით გაგვეახლებინე… მოწესრიგებული იმიტომ, რომ ჩვენი ავტობუსები და მიკროავტობუსები არის ახალი, არის ყველანაირად გამართული – კონდინცირება-გაგრილება-გათბობის სისტემებით, აღჭურვილია შესაბამისი კამერებით – უსაფრთხოების თვალსაზრისით, ადაპტირებულია შშმ პირთათვის, მაგრამ ეს ხომ არ არის პრობლემის მოგვარება. შემდეგი ნაბიჯი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, უნდა გავზარდოთ ხელმისაწვდომობა და კომფორტულობა, გადაადგილების თვალსაზრისით. ჩვენი ავტობუსები და მიკროავტობუსები არის ახალი და მოწესრიგებულები. მოუწესრიგებელი იყო ის დანგრეული, ძირგამომპალი ყვითელი ბოგდანები, რომელიც უდიდესი პრობლემა იყო ეკოლოგიური თვალსაზრისით და უდიდეს პრობლემას წარმოადგენდა გადაადგილების თვალსაზრისით. ხომ არ დაგვავიწყდა რა ვითარება იყო ე.წ. მარშრუტკებში, ცხვირ-პირის მტვრევა რომ მიდიოდა – კონდინციონერი ჩართე, კონდინციონერი არ მუშაობს, დავიწვით ხალხიი… ეს წარსულს ჩავაბარეთ და ჩავაბარეთ თქვენი მხარდაჭერით[/su_quote]
განაცხადა დედაქალაქის მერმა კახი კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე.