ახალი ამბები

“ბირთვული იარაღის გამოყენების გადაწყვეტილებისთანავე პუტინს შიგ ბუნკერში ჩაუვარდება დიდი პაპეროზის ნამწვი” – პეტრიაშვილი

პოლიტიკოსი და ტელეწამყვანი ბუკა პეტრიაშვილი სოციალურ ქსელში მორიგ პოსტს უძღვნის რუსეთ-უკრაინის ომს:
“ჩვენებმა გაათავისუფლეს სტრატეგიული სარკინიგზო კვანძი ხარკოვის ოლქში კუპიანსკ-უზლოვოე;
– გაათავისუფლეს რედკოდუბის და კოროვი იარის დასახლება დონეცკის ოლქში;
– გაათავისუფლეს სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პისკი-რადკოვაკოეს დასახლება ხარკოვის ოლქში;
– ყურადღება: ჩვენებმა დაამყარეს კონტროლი დონეცკის ოლქში უმნიშვნელოვანესი ლიმანის მთლად ყურისძირში მდებარე ეკატერინოვკას დასახლებაზე!
3 მხრიდან შემოუჭირეს უკვე ურდოს ლიმანთან! ერთი გასასვლელი გზა დარჩათ ლიმანიდან და ისიც ჩვენების მიერ იბომბება! ან კობზონის კონცერტი ან მასიური ჩაბარება – სხვა გზა უბრალოდ არ დაუტოვეს ჩვენებმა ურდოს!
თავად ურდომ გუშინაც შემოუტია ჩვენებს ბახმუტთან და სერიოზულად მოხვდა კბილებში და გაქუსლა უკან! რა თქმა უნდა, ყველამ ვერ! ყოველ დღე საშუალოდ 500-550 ორკი მიემგზავრება კობზონ ველიზე…
სამხრეთშიც ხერსონის მიმართულებაზე დიდი ამბებია! დაგერფლეს გუშინ ჩვენებმა კიდევ ერთი სუ-25 და უპილოტო საფრენი აპარატი! 100-მდე ორკი სამხრეთის ფრონტიდანაც გაემგზავრა კობზონის კონცერტზე!
პირველი ბედნიერი ბილეთების მფლობელებიც გამოვლინდნენ ახლად საფლავიზირებულ/სიკვიდილზებულთა შორის და პირველი “უიღბლონიც”, ვინც ტყვედ ჩაბარდა/ჩავარდა ჩვენებთან!
გუშინ პრეზიდენტმა ზელენსკიმ გაეროს უშიშროების საბჭოს მიმართა. პუტლერის მიერ ე.წ. რეფერენდუმის შედეგების აღიარება, უკრაინის 4 რეგიონის ანექსირების ფიქტიური მცდელობა იქნება ბოლო წითელი ხაზი, რომლის შემდეგაც უკრაინას აღარაფერი ექნება სალაპარაკო პუტინთან! რუსეთი აღარ უნდა იყოს უშიშროების საბჭოს წევრი და მას აღარ აქვს უფლება ჰქონდეს ბირთვული იარაღი, ვინაიდან ის საფრთხეს უქმნის არამხოლოდ უკრაინას, არამედ მთელს მსოფლიოს!
ბირთვული იარაღის საფრთხის გამოყენების შანსი დაბალია, მაგრამ (ავადმყოფი პუტინის პირობებში) საფრთხის უგულებელყოფა არ შეიძლება! დასავლეთი დარწმუნებულია, რომ ასეთი გადაწყვეტილების მიღების (და არა განხორციელების) თანავე პუტინს შიგ ბუნკერში ჩაუვარდება დიდი პაპეროზის ნამწვი!
საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ ფრანგ კოლეგასთან კიევში შეხვედრის დროს აღნიშნა, რომ მედიატორობანას (არადიპლომატიურად რის თამაშსაც გულისხმობდა, ხვდებით კარგად. თამაშს თავი უნდა დაანებონ ქვეყნებმა და ღიად და ბოლომდე უნდა დაუჭირონ უკრაინას!
მიხაილო პოდოლიაკის თქმით, საუკეთესო პასუხი იქნება ტანკების და ძლიერი სარაკეტო სისტემების მიწოდება უკრაინისთვის!
აშშ სულ ცოტა ხანში 1.1 მილირდიან დახმარების პაკეტს გამოუყოფს უკრაინას!
სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა ღიად განაცხადა, რომ უკრაიანას აქვს სრული უფლება, გამოიყენოს დასავლური შეიარაღება საკუთარი ტერიტორიების დასაბრუნებლად!
ნორვეგიიდან პოლონეთში ახალი ბალტიკ ფაიფ გაზსადენით 10 მილირდი კუბირი მეტრი გაზი მიეწოდება პოლონეთს!
ამსიობაში ჩრდილოეთის ნაკადის ორივე გაზსადენზე, თქვენ წარმოიდგინეთ ერთდროულად ჯერ გაზმა გაჟონა და მერე აფეთქებები მოხდა! ისედაც არ მიეწოდებოდა ამ თურუბებით გაზი აგვისტოდან ევროპას! აწი ჩაუჟანგდებათ კიდეც რაშკებს!
გერმანიის კანცლერმა სად ველოდო მე ამ ურდოს შანტაჟის ბოლოსო, წავიდა სპარსეთის ყურის ქვეყნებში და ემირატებთან თხევადი გაზის გრძელვადიან კონტრაქტს მოაწერა ხელი! ყატართანაც აქვს შეთანხმება, უბრალოდ კიდევ რაარქც დეტალები რჩება მოსალაპარაკებელი!
თურქეთის ეროვნულმა ბანკმაც, კომერციული ბანკების კვალდაკვალ აკრძალა რუსული “მირის” ბარათების გამოყენება თურქეთში! ასან ბუსუნ, თუმან-თუმან გაუკეთეს თურქებმა რაშკებს!
ბოლოს, ყაზახეთის პრეზიდენტმა თოყაევმა, არის ასეთი ქვეყანა, რომელსაც დიიიიდი ხანია ერთი კაცი მართავსო! ნამდვილად არ შეშვენის ამ ქვეყანასო! რა თქვას კაცმა მეტი, პუტლერ კანეცო ხო არ იტყვის ასე ჩვენსავით პირდაპირ!”, – წერს პეტრიაშვილი.
იტვირთბა....