[su_quote]რეფერენდუმები დასრულდა. შედეგები ცხადია. მოგესალმებით სახლში, რუსეთში[/su_quote]
ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევი Telegram-ზე წერს.
ამავე თემაზე: ე.წ. რეფერენდუმის წინასწარი “შედეგებით”, უმრავლესობა რუსეთთან შეერთებას ემხრობა
უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე – დონეცკში, ლუგანსკში, ზაპოროჟიესა და ხერსონში ფსევდორეფერენდუმი რუსეთთან მიერთების შესახებ 23-27 სექტემბერს ჩატარდა. რუსეთმა მსგავსი ფსევდორეფერენდუმი აქამდე 2014 წელს ყირიმში ჩაატარა.