[su_quote]საქართველო კატეგორიულად გმობს უკრაინის ტერიტორიებზე ჩატარებულ ყოვლად მიუღებელ რეფერენდუმებს. ეს საერთაშორისო სამართლის ნორმების და იმ უკრაინელი ხალხის ნების ცინიკური დარღვევაა, რომელიც აგრძელებს დამპყრობლების წინააღმდეგ გმირულად ბრძოლას. ჩვენ ვაგრძელებთ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის და ნაციონალური სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერას. დღეს, როდესაც საქართველო აღნიშნავს სოხუმის დაცემიდან 29 წლის თავს, ეს სიტყვები კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რადგან მას წარმოთქვამს ერი, რომელმაც იცის, რა არის ოკუპაციის ტკივილი[/su_quote]
ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი Twitter-ზე წერს.