ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ბლინკენი: უკრაინას აქვს სრული უფლება, დაიბრუნოს ის ტერიტორიები, რომლებიც რუსეთმა ამა თუ იმ გზით დაიპყრო

ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლება არ ეწინააღმდეგება უკრაინის მიერ დასავლური იარაღის გამოყენებას იმ რეგიონების დასაბრუნებლად, სადაც რუსეთმა “რეფერენდუმები” ჩაატარა. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა.

“ჩვენ არასდროს ვაღიარებთ რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიების ანექსიას. უკრაინას სრული უფლება აქვს, თავი დაიცვას მთელ თავის ტერიტორიაზე, კერძოდ, დაიბრუნოს ის ტერიტორიები, რომლებიც რუსეთმა ამა თუ იმ გზით დაიპყრო. უკრაინელები გააგრძელებენ იმას, რაც უნდა გააკეთონ, რომ დაიბრუნონ მიწა, რომელიც მათ წაართვეს. ჩვენ გავაგრძელებთ მათ მხარდაჭერას ამ ძალისხმევაში””, – განაცხადა ბლინკენმა.

იტვირთბა....