ახალი ამბები მთავარი

მაქარაშვილი: ახლა მე და შენ ერთად უნდა მოვინდომოთ და სამშობლო გადავარჩინოთ!

სამოქალაქო აქტივისტი, გიგა მაქარაშვილი ლარსის გამშვებ პუნქტზე არსებულ სიტუაციას ეხმაურება და წერს:

“ჯოჯოხეთი ხომ ბევრჯერ წარმოგიდგენიათ?
ფილმებშიც გინახავთ, წიგნებშიც წაგიკითხავთ, ძილის წინ ან სიზმარში მიახლოვებულხართ?
კი, ვიცი რომ კი!
ჰო და აგერ ბატონო, ესარი! უარესი  ვეღარ მოხდება!
თუ გაასწრებ, მთელი ცხოვრება გეცოდინება რომ მოსისხლე მტერს შენს სახლში კარი გაუღე და თავად უკანმოუხედავად გაიქეცი!
დატოვე ყველაფერი რაც გიშენებია, რაც შენს მშობლებს უშენებიათ, რაც მათმა მშობლებმა შენამდე მოიტანეს!
დატოვე კი არა, დაუტოვე!
და თან ვის დაუტოვე?
ჯოჯოხეთზე უარესია ამ ფიქრით ცხოვრება!
თუ არ გაიქცევი, მოგიწევს უყურო, როგორ გარბიან შენთვის საყვარელი ადამიანები და მათ ადგილს მოსისხლე მტრები იკავებენ! ყველგან არიან შენს გარშემო!
შენს სადარბაზოში, შენს მარკეტში, შენს საყვარელ სკვერში, ტრანსპორტში, კაფეში…
ეგეთი ყოფა ჯოჯოხეთია, აბა რა არის?
ახლა წამით გამორთე ყველა სხვა საქმე და ერთხელ, ძირფესვიანად დაფიქრდი!
განა რამე ტყუილი გითხარი?
განა ისინი არ მოდიან? განა ჩვენები არ მიდიან?
დაფიქრდი და გახსოვდეს, ახლა მე და შენ ერთად უნდა მოვინდომოთ და სამშობლო გადავარჩინოთ!
კი, მე და შენ!
არც ნაცმა და არც ქოცმა!
მე და შენ!!!
ჩვენ ვართ ეს ქვეყანა
შენ და მე!“ – წერს მაქარაშვილი სოციალურ ქსელში.

 

იტვირთბა....