[su_quote]მე ჩაკეტვის წინააღმდეგი ვარ, მიუხედავად იმისა, რომ სრული მორალური უფლება შეიძლება გვქონდეს, რადგან ეს ის ადამიანები არიან, რომლებსაც პრობლემა არ ჰქონდათ იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთი მეზობლებთან მიმართებაში საშინელებებს სჩადიოდა – საქართველოსთან მიმართებაში იქნება ეს, მოლდოვასთან, უკრაინასთან თუ სხვა მეზობლებთან მიმართებაში. ხო, იქ ცხოვრობდნენ, გადასახადებს იხდიდნენ და ამ ბოროტების მანქანას აფინანსებდნენ ისე, რომ ან საერთოდ არ ფიქრობდნენ ამაზე და ფეხებზე ეკიდათ, ან გააზრებულად უჭერდენ პუტინის ამ პოლიტიკას მხარს. მორალურად სრული უფლება გვაქვს რომ ჩავკეტოთ, მაგრამ მე მგონია, რომ უბრალოდ ჩვენი მხრიდან არაადამიანური დამოკიდებულება იქნება ის, რომ ადამიანებს, ვინც არ უნდა იყვნენ – გასაგებია, რომ მაგ ამბავში ჩემზე უფრო რუსოფობი ალბათ ცოტა არის ამ ქვეყანაში, მაგრამ ადამიანებს, რომლებიც სიკვდილს გაურბიან, კარები ჩაუკეტო და უთხრა, რომ არა, წადი მოკვდი, მე მაგაზე წამსვლელი არავარ[/su_quote]
ამის შესახებ პარტია “გირჩი – მეტი თავისუფლების” ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ “ჯორჯიან თაიმსის” ეთერში განაცხადა.