ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

კულება: ღრმა შეშფოთების სიტყვებითა და პერსონალური სანქციებით ანექსიას ვერ შეაჩერებ, საჭიროა სერიოზული ნაბიჯები

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას განცხადებით, უკრაინის დროები ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩატარებული ფსევდორეფერენდუმებისთვის პასუხად, ევროკავშირმა რუსეთის ეკონომიკას სერიოზულად უნდა დაარტყას სანქციებით და არა “კოსმეტიკური ეკონომიკური ზომებით”.

ამის შესახებ კულებამ ფრანგ კოლეგა კატრინ კოლონასთან ერთად გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა.

“საჭიროა უკიდურესად სერიოზული და ეფექტური რეაქცია კონკრეტული ნაბიჯებით, რაც დაარტყამს რუსეთის ეკონომიკას. რაც უფრო რბილი იქნება რეაქცია ე.წ. რეფერენდუმებზე, მით უფრო მეტი მოტივაცია ექნება რუსეთის ფედერაციას მომავალში მოახდინოს ესკალაცია და ტერიტორიებიც ანექსირება. ჩვენ ჩვენი მოლოდინები პარტნიორებს ყველა დონეზე გადავეცით და ახლა ევროკავშირში უკვე გრძელდება ახალი სასანქციო პაკეტის შემუშავება… შემიძლია გავიმეორო ის, რაც ვუთხარი ჩემს კოლეგებს ნიუ-იორკში – რომ ღრმა შეშფოთების სიტყვებითა და პერსონალური სანქციებით ანექსიას ვერ შეაჩერებ, საჭიროა სერიოზული ნაბიჯები”, – ამბობს კულება.

იტვირთბა....