ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ჯაფარიძე: ჩვენ გამოსავალს ვხედავთ ქუჩის პროტესტში

[su_quote]შეიძლება, უამრავი საკანონმდებლო ცვლილებები მიიღონ, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის ე.წ. ჰარმონიზებას მოახდენს ევროკავშირის კანონმდებლობასთან, მაგრამ იქ არ იქნება მნიშვნელოვანი სასამართლო რეფორმა, საარჩევნო რეფორმა და ასე შემდეგ – ის, რაც რეალურად დააკარგვინებს ძალაუფლებას, თორემ, “ხბოს ბოსელში დავუგოთ მეტლახი” – ეგეთ რაღაცებს შეცვლიან და გააკეთებენ და ჩაითვლიან “პლიუსად” ევროკავშირის თვალში. ჩვენ არ გვჯერა, რომ ამ ხელისუფლებასთან თანამშრომლობით და მათდამი მოწოდებებით, რამე სასიკეთოს გაკეთება არის შესაძლებელი. ჩვენ დაკავებული ვართ იმით, რომ ხალხს ვამობილიზებთ, ხალხის გამოსვლა და ქუჩის პროტესტი გვგონია გამოსავალი და არა ის, რომ ყველა კრიტიკულ მომენტში მოვუწოდოთ ხელისუფლებას პრობლემის მოგვარებისკენ, არაფერს მნიშვნელოვანს ესენი არ გააკეთებენ[/su_quote]

ამის შესახებ პარტია “გირჩი – მეტი თავისუფლების” ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ “ჯორჯიან თაიმსის” ეთერში განაცხადა.

იტვირთბა....