ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ნაციონალური მოძრაობის“ მაგალითზე ვხედავთ, რა არის ოლიგარქიის მავნე გავლენა პოლიტიკაზე – პაპუაშვილი

[su_quote]რადიკალური ოპოზიციის მხრიდან დასტურდება, რომ არის ადამიანი, რომელსაც აქვს მატერიალური შესაძლებლობა, ის არის სასჯელმისჯილი საქართველოში იმის გამო, რომ მან 5 მილიონი ევრო მოპარა ქართულ ჯარს, ფურცელზე ჩაატარა ტრენინგი, რომელიც არ ჩატარებულა და ეს 5 მილიონი გაქრა სადღაც ოფშორში. სწორედ ამ 5-5 მილიონი ევროთი დაგროვებული ქონება აქვს ამ ადამიანს. ამ დღეებში გვესმის აღიარება იმაზე, რაზეც ჩვენ ეჭვი გვქონდა – ის აფინანსებს პოლიტიკურ პარტიებს, ის აფინანსებს არასამთავრობო ორგანიზაციებს, ის აფინანსებს ტელევიზიას და არა მხოლოდ აფინანსებს, პირდაპირ ეთერში ვუყურებთ რა არის ოლიგარქიის მავნე გავლენა. იმის გამო, რომ ის აფინანსებს სხვადასხვა სექტორს, ერევა მმართველობაშიც, მათ შორის, პირდაპირ ეთერში ვხედავთ როგორ ხდება “ნაციონალურ მოძრაობაში“ ძალაუფლების გადანაწილება იმის გამო, რომ ის ადამიანი, ვინც აფინანსებს ამ პოლიტიკურ სპექტრს, ფიქრობს, რომ უნდა იყოს სხვანაირი მმართველობა და არა ისეთი, როგორიც არის – “ნაციონალური მოძრაობის“ მაგალითზე ვხედავთ, რა არის ოლიგარქიის მავნე გავლენა პოლიტიკაზე[/su_quote]

ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა თავდაცვის ყოფილ მინისტრ დავით კეზერაშვილთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთებისას.

იტვირთბა....