ახალი ამბები მთავარი

ლავროვმა და არძინბამ “ორმაგი მოქალაქეობის შესახებ შეთანხმებას” მოაწერეს ხელი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრ ინალ არძინბასთან ერთად, მოსკოვში ხელი მოაწერა “ორმაგი მოქალაქეობის შეთანხმებას”.

“უახლოეს მომავალში ამოქმედდება მექანიზმი, რომელიც ხელს შეუწყობს აფხაზეთის მოქალაქეებისთვის რუსეთის მოქალაქეობის მიღებას”, – ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მედიაცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა საგარეო საქმეთა სამინისტროს 9 სექტემბერს მისცა დავალება – რუსეთის სახელით აფხაზურ მხარესთან ერთად ხელი მოეწერათ შეთანხმებისთვის, რომელიც “ორმაგი მოქალაქეობის საკითხების მოგვარებას” შეეხებოდა.

 

იტვირთბა....