ახალი ამბები პოლიტიკა საზოგადოება უკრაინის ომი

“რუსები ლარსზე მობილური კომისარიატის გახსნას აპირებენ” – ბატიაშვილი

“რონდელის ფონდის” მკვლევარი ზურა ბატიაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ რუსები ლარსზე მობილური კომისარიატის გახსნას აპირებენ.

როგორც ცნობილია, საქართველო-რუსეთის საზღვარზე რამდენიმე დღეა მანქანების რიგებია.

ეს ხდება მას შემდეგ, რაც ვლადიმერ პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაცია  გამოაცხადა, რომლის ფარგლებში 300 000 რეზერვისტს სამხედრო სამსახურში გამოიძახებენ.

მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსეთი საზღვრების ჩაკეტვას 28 სექტემბერს გეგმავს, მას შემდეგ რაც უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე რეფერენდუმები დასრულდება.

რუსეთმა უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო და ოკუპანტის აგრესია ამ დრომდე გრძელდება.

იტვირთბა....