ახალი ამბები პოლიტიკა საზოგადოება

“29 წელი სოხუმის დაცემიდან…მაშინ ბრძოლა წავაგეთ, მაგრამ ომი მოსაგები გვაქვს” – პეტრიაშვილი

პოლიტიკოსი და ტელეწამყვანი ბუკა პეტრიაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და დღევანდელ თარიღს, სოხუმის დაცემიდან 29 წელს ეხმაურება:

“დილა მშვიდობისა მეგობრებო! დღეს 29 წელი შესრულდა სოხუმის დაცემიდან! მაშინ ბრძოლა წავაგეთ, მაგრამ ომი მოსაგები გვაქვს! ომს კიდევ ვერ მოვიგებთ, თუ ბავშვებს ისტორიას არ ვასწავლით, წლიდან წლამდე მხოლოდ ერთხელ თუ ვილაპარაკებთ ტელევიზიები, პოლიტიკოსები და ექსპერტები; ომი მოსაგები გვაქვს რუსებთან, თორემ მშვიდობიანი თანაცხოვრება უნდა შევძლოთ აფხაზებთან და ოსებთან!

სამწუხაროდ, აღარც მათთან საუბრობს ვინმე და აღარც დევნილებთან (არჩევნებამდე 1 კვირით ადრე იწყება ხოლმე ფოტოსესიები და დღესასწაულებზე პროდუქტებით სირბილი)! არადა უკრაინის რუსეთზე გამარჯვების მოახლოებით და სრულიად ახალი რეალობის შექმნით ჩნდება შესაძლებლობა, რომლის არგამოყენებაც დანაშაული იქნება! არც ეს სტატუსი ყოფნის საქმეს, არც დაღვრემილი სახით კომენტარები და არც მითუმეტეს გვირგვინებით ტელეკამერებთან გამოჩენა, ვიმეორებ, წელიწადში ერთხელ!!!! ჩემი ბრალი და პასუხისმგებლობაცაა და სხვისიც! არავისკენ ხელს არ ვიშვერ! ყველასი ერთად ყოველდღიური სამუშაო და საფიქრალი უნდა იყოს ეს!

#BუკაDეილიNიუსის #BDN ინფორმაციით, გუშინ ჩვენებმა სერიოზულად გაარღვიეს აღმოსავლეთის ფრონტი და ლუჰანსკის ადმინისტრაციულ საზღვარს მიუახლოვდნენ! ურდოს აღარც ცოცხალი ძალა ყოფნის და აღარც შეიარღება! ლიმანი ფაქტიურად ალყაშია, მის გათავისუფლებამდე დღეებია! ბახმუტზე ურდოს იერიშის დროს სრულად გაანადგურეს ურდოს144-ე მოტომსროლელი დივიზია! აგონიაში მყოფ ურდოს ვერ გადაუწყვეტია სად გამაგრდნენ და საიდან გაიქცნენ, იმიტომ რომ ჩვენების მანევრები საბოლოოდ უბნევს თავგზას ურდოს! ამას ემატება ჩვენი არტილერიის, ჰაიმარსების და ავიაციის წარმატებული მუშაობა! 3 საკომანდო პუნქტი, ამდენივე შეიარაღების საწყობი, 10-მდე ტანკი ათობით ორკი განადგურებულია, ხერსონისკენ ურდოს პონტონის ხიდები აფეთქებულია!

იზრდება ჰსთ-ს მიერ განადგურებული ირანული დრონების რაოდენობაც! 5 დრონი ოდესის თავზე ჩამოაგდეს გიშინ ჩვენებმა! ამასთან, გუშინვე ამ დრონების სამართავი ცენტრი ააფეთქეს ჩვენებმა!

მობილიზაციის გამოცხადებაზე რაშკასტანში პირველი რეაქციები ვიხილეთ: მამრების მასიური გაქცევა (261 ათასი მამრი გაიქცა 5 დღეში); მოკრძალებული, მაგრამ მაინც თამამი საპროტესტო აქციები; წინააღმდეგობა დაღესტანში; სამხედრო კომისრის მკვლელობა ციმბირში; სამსახურებში მასიური არ გამოცხადება გაწვევის უწყების არ მისაღებად! მგონია, რომ ეს ყველაფერი დასაწყისია! აი რისი გვინდა ჩვენ და რა მოხდება სინამდვილეში, მაგას ძალიან მალე დავინახავთ!

ყოველ შემთხვევაში, გენერალმა ზალუჟნიმ “ტაიმისთვის” მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთის დამარცხება არ იქნება ისტორიის დასასრული, არამედ ამ გამარჯვების შემდეგ დაიწყება ახალი ომისთვის მზადება!

მანამდე კი კონგრესში შეთანხმდა 12 მილიარდიანი ახალი დახმარების პაკეტი! სამხედრო დახმარებას ზრდის ნიდერლანდებიც! იტალიის ახალი პრემიერობის კანდიდატი ჯორჯა მელონი ირწმუნება, რომ არ შეწყვეტს უკრაინის მხარდაჭერას(ვნახოთ)!

უკრაინა იმარჯვებს – საქართველო გაიმარჯვებს – პუტინის ბოროტების იმპერია ინგრევა!

დიდება უკრაინას!

დიდება გმირებს!

დიდება ერს!

სიკვდილი მტერს!”, – წერს პეტრიაშვილი.

იტვირთბა....