ახალი ამბები ბიზნესი საზოგადოება

“გაზრდილია როგორც ქვეყანაში შემომსვლელთა, ისე გამსვლელთა რაოდენობა” – ფინანსთა მინისტრი

[su_quote]შემოსავლების სამსახური, საბაჟო დეპარტამენტი მუშაობს განსაკუთრებული დატვირთვის პირობებში. რა თქმა უნდა, ყველა ვხედავთ, რომ გაზრდილია შემომსვლელთა ნაკადები, როგორც სატვირთო მიმართულებით, ასევე ფიზიკური პირები, რომლებიც კვეთენ საქართველოს საზღვარს. ამ მიმართულებით ვითარება კონტროლს ექვემდებარება. საზღვრის კვეთასთან დაკავშირებით არანაირი დრამატული სიტუაცია არ არის. გაზრდილია როგორც ქვეყანაში შემომსვლელების რაოდენობა, ასევე ქვეყნიდან გამსვლელთა რაოდენობა. შესაბამისად, აღნიშნული საკითხების მონიტორინგი მკაცრად ხდება.[/su_quote]

 

საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, აღნიშნულის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა განაცხადა და საბაჟო გამშვებ პუნქტებზე შექმნილ მდგომარეობას გამოეხმაურა.

იტვირთბა....