“ნაციონალური მოძრაობის” წევრი, რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და თბილისში არსებულ საცობებს ეხმაურება.
“ამ შაბათ დღეს სად და რამდენ ხანს გავიჭედე, ამას არ მოვყვები, ისედაც იცით. ეს არაა იმის ბრალი, რომ სადღაც რომელიღაც ქუჩა რემონტდება. ეს თავის მართლებაა. რომ მორჩება თავისუფლად გავივლით? არა! ეს არის არასწორი დაგეგმარების ბრალი. როცა ნახმარი მანქანები ასე იაფია, როცა ქვეყანაში ავტომობილების რაოდენობა ყოველწლიურად 10 პროცენტით იზრდება, როცა ქალაქის შუაგულში კორპუსების ჯუნგლების ჩადგმის მაფია ხელშეუხებელია, 5 წელიწადში ქალაქი გაუვალი გახდება.
თბილისი თავისი გეოგრაფიული მდებარეობით არ არის საველოსიპედო ქალაქი. ხუთ წელიწადში ეს ველობილოკებიც დასანგრევი გახდება. რამდენი ველოსიპედისტი დადის დღეში პეკინზე? მოგიკრავთ თუ მაინც თვალი? ან რა აზრი აქვს ორი კილომეტრის მანძილზე აღმა და დაღმა ველოსეირნობას ამ ქუჩაზე? ბასლაინებმა რა შედეგი გამოიღო, კი ვხედავთ. ეპიზოდურად, ერთ ქუჩაზე რომ სწრაფად გაივლი და მერე ჩვეულებრივ საცობში რომ მოჰყვები, რა აზრი აქვს ამას, მართლაც რაციონალური რომ იყოს? პერსპექტივაში, სხვა ქუჩებზეც გაგრძელდებაო. ძალიანაც რომ მოინდომონ ვერ გაგრძელდა.
უთავბოლო ექსპერიმენტები უთავო ქალაქში”, – წერს რომან გოცირიძე.