ახალი ამბები მთავარი მსოფლიო უკრაინის ომი

ზელენსკი: ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე 500 რუსი “ბოევიკია“

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმერ ზელენსკის განცხადებით, ამჟამად, ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე 500 რუსი “ბოევიკი“ იმყოფება.

“რუსეთმა დაიპყრო ეს ატომური ელექტროსადგური. ახლა იქ უკრაინის ტექნიკური პერსონალი იმყოფება, მაგრამ ისინი როგორც ტყვეები, ისე არიან. იქ, ტექნიკის გარდა, 500 რუსი “ბოევიკი” იმყოფება. ეს უკვე დადასტურებულია ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მიერ”, – აცხადებს ზელენსკი ერთ-ერთ ფრანგულ გამოცემასთან ინტერვიუში.

ზელენსკის თქმით, რუსეთი არ არის ელექტროსადგურის მუშაობით დაინტერესებული და მათი მიზანია, უკრაინის რეგიონებსა და ევროპას დენი არ მიეწოდებოდეს.

იტვირთბა....