ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომლითაც 10-წლიან პატიმრობას ექვემდებარება დეზერტირობა და საომარ მოქმედებებში მონაწილეობაზე უარის თქმა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც საომარ მოქმედებებში მონაწილეობაზე უარის თქმის ან დეზერტირობის შემთხვევაში, 10-წლიან პატიმრობას ითვალისწინებს.

რუსული მედიის ცნობით, შესაბამისი დოკუმენტი იურიდიული ინფორმაციის ოფიციალურ ინტერნეტ პორტალზე გამოქვეყნდა.

კანონი ასევე 10-წლიან სასჯელს ითვალისწინებს საომარი მოქმედებების დროს ხელქვეითის მიერ უფროსის ბრძანების შეუსრულებლობისთვის.

ამასთან, მობილიზაციის, საომარი მდგომარეობის, საომარი მოქმედებების ან სამხედრო კონფლიქტის დროს სამხედრო სამსახურში მყოფი უფროსის მიმართ ძალადობისთვის პირს 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

შეგახსენებთ, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა რამდენიმე დღის წინ, ქვეყნის მასშტაბით ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა.

იტვირთბა....