aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ვაგრძელებთ ბრძოლას ჯერ-ჯერობით სახლიდან, სანამ ბიძინა გამოგვასახლებს პატარა ბავშვებთან ერთად” – ნინი გოგაშვილი

aviabiletebi
ავიაბილეთები

სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნის, პატიმრობაში მყოფი სოსო გოგაშვილის შვილი, ნინი გოგაშვილი სოციალურ ქსელში მორიგ პოსტს აქვეყნებს მას შემდეგ, რაც მათი ქონება დაყადაღდა.

“ვაგრძელებთ ბრძოლას ჩვენი 3 მანქანის გარეშე, ჯერჯერობით სახლიდან, სანამ ბიძინა გამოგვასახლებს აქედან პატარა ბავშვებთან ერთად! ასევე ორსულადაა ჩემი ძმის ცოლი და ნერვიულობის ფონზე თუ მის ჯანმრთელობას საფრთხე შეექმნება, ივანიშვილო, შენ აგებ პასუხს ამ ყველაფერზე!”, – წერს ის.

ნინი გოგაშვილი იმასაც წერს, რომ სოსო გოგაშვილი სახალხო დამცველის აპარატმა და ჯერჯერობით, არ არსებობს ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ მის გადაყვანას აპირებენ რუსთავის ციხიდან გლდანის მე-8 დაწესებულებაში.

“სახალხო დამცველის წარმომადგენელმა შეგვატყობინა, რომ დღეს მოინახულეს მამა რუსთავის მე-12 დაწესებულებაში. მამა კარგად არის და იგი არ ფლობს ამ ეტაპზე ინფორმაციას მისი გადაყვანის შესახებ და იმედია არც აღმოვჩნდებით ამ რეალობის წინაშე. მოქმედი რუსული ხელისუფლებისგან ყველნაირი პროვოკაციაა მოსალოდნელი! ნინო ლომჯარია – დიდი მადლობა, რომ მუდმივად ზრუნავთ ადამიანების უფლებების დაცვაზე”, – წერს ნინი გოგაშვილი.
იტვირთბა....