საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი კომისარის, ჯოზეფ ბორელის განცხადებით, ევროკავშირმა სერიოზულად უნდა მიიღოს რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მუქარა ბირთვული იარაღის შესაძლო გამოყენებასთან დაკავშირებით.
“რა თქმა უნდა, ეს სახიფათო მომენტია, რადგან რუსები კუთხეში მოიმწყვდიეს და პუტინის რეაქცია ბირთვული იარაღის გამოყენების მუქარის შესახებ, ძალიან ცუდია. ევროკავშირმა ბირთვული იარაღის შესაძლო გამოყენებასთან დაკავშირებით, ვლადიმერ პუტინის მუქარა სერიოზულად უნდა მიიღოს”, – აცხადებს BBC-სთან ინრერვიუში ბორელი.