ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

13 მანქანა, 4 ბინა, სასტუმრო, 34 მიწის ნაკვეთი – რა ქონება დაუყადაღეს გოგაშვილებს?

სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნის, პატიმრობაში მყოფი სოსო გოგაშვილის, მისი ოჯახისა და ახლო გარემოცვის ქონების დაყადაღებასთან დაკავშირებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ანტიკორუფციული სააგენტოს წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე, რომელზეც გამოძიება უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე მიმდინარეობს, გოგაშვილის, მისი ოჯახის წევრებისა და ახლო გარემოცვის კუთვნილ უძრავ და მოძრავ ქონებებს მოსამართლის განჩინების საფუძველზე დაედო ყადაღა, კერძოდ:

  • ქ. თბილისში, კახეთის რეგიონში, ხონის მუნიციპალიტეტში, მარტყოფსა და დაბა ბაკურიანში მდებარე, ჯამში 34 მიწის ნაკვეთს – საერთო ფართით 4 439 260 კვადრატული მეტრი
  • 4 საცხოვრებელ ბინას
  • ქ. სიღნაღში მდებარე სასტუმროს
  • 13 ავტომანქანას, 3 სასოფლო-სამეურნეო ტექნიკას
  • 3 ერთეულ მოტოტექნიკას
  • 15 ცეცხლსასროლ იარაღს

“ხსენებული უძრავი და მოძრავი ქონებების რეალური საბაზრო ღირებულებების დადგენის მიზნით დანიშნულია სასაქონლო ექსპერტიზა”, – ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.

იტვირთბა....