პოლიტიკოსი და ტელეწამყვანი ბუკა პეტრიაშვილი რუსეთ-უკრაინის ომს მორიგ პოსტს უძღვნის და გასულ 24 საათში არსებულ მდგომარეობას აფასებს როგორც ბრძოლის ველზე, ისე, ოკუპანტ ქვეყანაში.
“ურდოს სიკვდილიზაცია/საფლავიზაცია მიდის ისე, როგორც ბიდლოს შეჰფერის! ძალიან კომიკურია უკვე მსოფლიოს მითიური მეორე არმია! საზარბაზნე ხორცის ამარა დარჩენილს პუტლერს იმედი აქვს, რომ მითამ რეფერენდუმების მერე შეიერთებს ქახალთზე ლნრ/დნრ/ხნრ/ზნრ-ებს და ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში მთელ რუსასტანს აამხედრებს! აგერ ვხედავთ ლარსზე ვის როგორ ებრძოლინება პუილოსთვის!
ვინც ჩადის მაინც, ფორთხვით ჩადის. ბევრი ტყვედ ბარდება, ბევრიც მოკვდება. მათი არჩევანია!
ჩვენებს მაგრად არ აინტერესებთ ავტომატის ლულუს ქვეშ როგორ ატარებენ “რეფერენდუმს” ურდოსები! გიშინაც დონეცკის რეგიონში იაცკოვკა გაათავისუფლეს და უფრო მოუჭირეს ლიმანს. წინა ხარკოვული სიტუაციაა – ურდო საგონებელშია: სად გაარღვევენ ჩვენები – ლუჰანსკში, დონეცკში, ზაპოროჟიეში თუ ხერსონში? მალე გავიგებთ!
ამსიობაში გუშინაც 1 სუ-25, 1 მი-8 და 6 ირანული დრონი “შაჰიდ-136” და 1 ასევე ირანული “მოჰაჯერ-6” ჩააქვესკნელეს ჩვენებმა!
ამ დრონებს უკრაინაში ირანის ელჩის აკრედიტაციაც შეეწირა! აჩუ კიევიდანო, ასე უთხრეს ელჩს და საელჩოს ბირთვიც გაიყოლეო!
დიდი აურზაურია მოსკოვიაშიც! პუტლერი თავისას უბერავს, გენერლები თავისას, ჩეკა თავისას, კადიროვი კიდე სულ თავისას! ცოტაც და გაისკლიცება!
უკრაინა იმარჯვებს – საქართველო გაიმარჯვებს – პუტლერის ბოროტების იმპერია ინგრევა!”, – წერს პეტრიაშვილი.