ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ერდოღანი: ვიქტორ მედვედჩუკი რუსეთში გავაგზავნეთ

თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის თქმით, პრორუსი ოლიგარქი ვიქტორ მედვედჩუკი, რომელიც უკრაინელ სამხედროებზე, მათ შორის “აზოვის” პოლკის ხელმძღვანელებზე გაცვალეს, თურქეთიდან რუსეთშია გაგზავნილი.

აღსანიშნავია, რომ შეთანხმების მიხედვით, ომის დასრულებამდე თურქეთში რჩებიან “აზოვის” პოლკის გათავისუფლებული ხელმძღვანელები.

“ყველანი ჩვენი სტუმრები არიან. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ყურადღება გაამახვილა ერთ-ერთ მათგანზე, მედვედჩუკზე. ჩვენ ის რუსეთის ფედერაციაში გავაგზავნეთ”, – ამბობს ერდოღანი.

იტვირთბა....