ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

The Washington Post წერს, ბირთვული შეკავების რა სტრატეგია აქვს აშშ-ს კრემლთან მიმართებაში

გაზეთ The Washington Post-ის ცნობით, ამერიკის შეერთებული შტატები რამდენიმე თვის განმავლობაში მოსკოვში შეტყობინებებს აგზავნიდა, რომლითაც რუსეთის ხელმძღვანელობას იმ სერიოზულ შედეგებზე აფრთხილებდა, რაც ბირთვული იარაღის გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს.

როგორც “ვაშინგტონ პოსტი” აშშ-ს ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერს, ბაიდენის ადმინისტრაციამ ამჯობინა, ბირთვული თავდასხმის შედეგების შესახებ შეგდნებულად გაეკეთებინა ბუნდოვანი გაფრთხილებები, რითაც კრემლში მღელვარება გამოიწვია იმასთან დაკავშირებით, თუ კონკრეტულად როგორი შეიძლება იყოს რეაგირება ვაშინგრონის მხრიდან.

“ბირთვული შეკავების სამყაროში ამას “სტრატეგიული ორმაგი აზროვნება” ჰქვია”, – The Washington Post წყაროებზე დაყრდნობით.

უცნობია, შტატებმა მას შემდეგაც გაუგზავნა თუ არა რუსეთს გაფრთხილება, რაც პრეზიდენტმა ვლადიემრ პუტინმა 21 სექტემბერს კვლავ ჩაოაგდო საუბარი ბირთვულ იარაღზე.

 

 

იტვირთბა....