ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

პუტინმა უშიშროების საბჭოს სხდომა მოიწვია

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უშიშროების საბჭოს სხდომა მოიწვია. ამის შესახებ კრემლის პრეს-სპიკერმა დმიტრი პესკოვმა გაავრცელა ინფორმაცია.

“ის [პუტინი] შუა დღის საათებში გეგმავს რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს მუდმივმოქმედ წევრებთან ოპერატიული სხდომის გამართვას”, – განაცხადა პესკოვმა.

რუსული სახელისუფლებო გამოცემის, ТАСС-ის ინფორმაციით, შეხვედრაზე განსახილველი თემები სკოლებსა და უნივერსიტეტებში პატრიოტული და მორალური განათლების შესახებ მუშაობის ორგანიზებას შეეხებოდა. როგორც უკრაინული გამოცემა UNIAN წერს, შესაძლებელია, რომ სხდომაზე განსახილველი საკითხი პუტინის მიერ გამოცხადებული მობილიზაციის მსვლელობა გამხდარიყო.

იტვირთბა....