უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმერ ზელენსკიმ რუსეთის მოქალაქეებს მიმართა.
“უკრაინის სიძლიერეზე საპასუხოდ რუსეთის ხელმძღვანელობა ცვლის დაქტიკას და ცდილობს, ომში კიდევ უფრო მეტი მოქალაქე და რესურსი ჩართოს. რუსეთის გადაწყვეტილება მობილიზაციის შესახებ არის გულწრფელი აღიარება, რომ მათმა ძირითადმა არმიამ, რომელიც ათწლეულების განმავლობაში ემზადებოდა უცხო ქვეყნის დასაპყრობად, ვერ გაუძლო და ჩამოინგრა. რუსეთი საკუთარი ხელით მარხავს მოლაპარაკების ყოველგვარ პერსპექტივას. მოგმართავთ რუსეთის მოქალაქეებს – არჩევანის დრო დადგა. მამაკაცებისთის, ეს არჩევანია სიცოცხლესა და სიკვდილს შორის, ქალებისთვის კი არჩევანია, სამუდამოდ დაკარგონ ქმრები, შვილები და შვილიშვილები, ან მათი ომისა და ერთი ადამიანისგან დაცვა სცადონ. ისინი განურჩევლად ყველას წაიყვანენ! გააპროტესტეთ, იბრძოლეთ, გაიქეცით, ან უკრაინას ჩაბარდით ტყვედ. გადასარჩენად მხოლოდ ეს არჩევანი გაქვთ”, – ნათქვამია ზელენსკის ვიდეომიმართვაში.