ეკა ხოფერიას თოქ-შოუში სიყვარულის თემა განიხილებოდა, უფრო კონკრეტულად კი, რა ინარჩუნებს წყვილს შორის სიყვარულს და ურთიერთობებს.
ტელეწამყვანის კითხვაზე, მყარი ურთიერთობებისთვის აუცილებელია თუ არა წყვილი ერთმანეთს იცნობდეს, მომღერალმა ნინი ბადურაშვილმა დაუდასტურა, რომ ეს მნიშვნელოვანია, რადგან ის და მისი მეუღლე, ირაკლი კუტალაძე სწორედ ნაჩქარევად მიღებული გადაწყვეტილების გამო გაშორდნენ:
„ ჯობია რომ წყვილი ერთმანეთს კარგად იცნობდნენ. ჩვენ შემთხვევაში, ძალიან მალე მოხდა ეს ყველაფერი და იმიტომ, რომ ერთმანეთს არ ვიცნობდით, ამიტომაც მოხდა ჩვენი განშორება. მერე აღმოვაჩინეთ ერთმანეთის ისეთი თვისებები, რომ ნუ, ვერ შევეგუეთ ერთმანეთს. მაგრამ არიან ადამიანები, რომლებიც უცბად იღებენ გადაწყვეტილებას და უმართლებთ, მრავალი წელი ერთად არიან. წყვილი ერთი წელი მაინც უნდა იყოს ერთად ოჯახის შექმნამდე, რომ ერთმანეთი გაიცნონ. „-განაცხადა ნინი ბადურაშვილმა.
ნინის და მის ყოფილ მეუღლეს, ირაკლი კუტალაძეს ერთი შვილი ჰყავთ, 3 წლის ელენე.