პოლიტიკოსი და ტელეწამყვანი ბუკა პეტრიაშვილი სოციალურ ქსელში უკრაინაში, გასულ დღეს ფრონტის ხაზზე არსებულ სიტუაციას აჯამებს.
“გუშინ ჩვენებმა გაარღვიეს დონეცკის ფრონტი. ამ დღეებში ჯერ ალყაში მოაქცევენ ლიმანს და მერე გაათავისუფლებენ. დინეცკის რეგიონში რო დიდი ამბები იქნება თვითონ ურდოს კოლაბორანტები მოთქვამენ საჯაროდ! თუმცა, ნამდვილად სად იქნება დიდი ამბები, იცის მხოლოდ უკრაინის პრეზიდენტმა და მისმა სამხედრო ხელმძღვანელობამ! ტყუილად არ შეიკრიბებოდნენ გუშინ?! მალე იბუთქებს, მალეეე!
დაღესტანი ახურებს ჯიგრულად, საფლავიზაცია/სიკვდილიზაციას აპროტესტებს. სხვაგანაც ნელ-ნელა იღებენ ხმას, მაგრამ მანამდე წაასხეს პირველი პარტია ფრონტისკენ საზარბაზნე ხორცად! კადიროვი ჯორეშმაკობს: ჯერ ერთი ტყვეების გაცვლით უკმაყოფილოა (ეტყობა ვიღაც ტიკტოკერები მაინც ვერ მოხვდნენ), მეორეც ერთი ჩეჩნეთში საფლავიზაცია ად იქნება, ისედაც 254%-ით შევასრულეთ გეგმაო! გველი გაუზრდია პუილოს უბაში, გველიი!
მანამდე კი ჩვენებმა დონეცკში ბახმუტის მიმართულებაზე ურდოს შეტევა უკუაგდეს; 1 სუ-25, 1 კა-52, 1 მი-8 და 5 ირანული დრონი შახიდ-136 სამისდღემჩიოდ ჩამოაგდეს! ირანულ შახიდებს დიდი დღრ არ უწერია! ისრაელი გადასცემს ანტი დრონებს უკრაინას (პოლონელების ხელით) და დამთავრდება ირანული ოდისეა! სამაგიეროდ, ჩრდილო კორეის დედას ბუშტი კიმ ჩენ ინი იფიცება, არაფერი მიმიცია ურდოსთვის, მე უბრალო ვარო! ოკ! გასაგებია ძია სი (სინამდვილეში ეს ჩინეთის პასუხი იყო, ვიდრე ჩრდ. კორეელი დედას ბუშტის).
გაერო-ში ააგდეს რუსეთი და არ დაუშვეს! ტკეპნეს სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით ბაიდენმა, ლიზ თრასმა, ნუ ზელენსკიმ ხო ურტყა და ურტყა! ოღონდ ზელენსკი გაეროსაც გადაწვდა. არა სხვებიც ითხოვენ გაეროს რეფორმას, მარა ზელე ჯიგარია – გაჭრილად უთხრა ბიუროკრატებს – ან პუტლერი გააჩერეთ, ან შუქი ჩააქვრეთ და კარები გამოიხურეთო!
გერმანელებმა თვითმავალი ჰაუბიცების კიდევ ერთი წყება მიწოდეს ჩვენებს, მაგრამ ტანკებზე ჭინჭყლობენ. ჰიდა, ზელენსკიმ ინტერვიუიში გერმანელებს შეუთვალა, ჩვენ კი მოვიგებთ ამ ომს ყველა ვარიანტში, მაგრამ გვინდა რომ საერთო იყოს ეს გამარჯვება, იმიტომ რომ საერთოა ეს ბრძოლაო.
ამერიკელებმა კი გიყვარდეს, წავიდა ახალი პარტია რაკეტების გაუმარსებისთვის.
ბრიტანეთის პრემიერმა ლიზ თრასმა, მინამ მე აქ სიტყვით გამოვდივარ, ჩვვენი მლრს-ები (გაუმარსების ბიძაშვილ-მამიდაშვილები) უკრაინაში შედისო.
ჰოდა ბოლოს, გადაეცით მაგ მართლა პუილოს, ბირთვულ შანტაჟს თავი დაანებოს, თორე ბუნკერიდან ვერ გაგვასწრებსო!”, – წერს პეტრიაშვილი.