aviabiletebi
მთავარი პოლიტიკა ციტატა

კალაძე: [კვარაცხელიას მიმართ] ამდენი შეურაცხმყოფელი განცხადება, სტატუსები სოციალურ ქსელში, წარმოუდგენელი იყო

საოცრების მომსწრე გავხდით [ხვიჩა კვარაცხელიას მიმართ] – ამდენი შეურაცხმყოფელი განცხადება, სტატუსები სოციალურ ქსელში, წარმოუდგენელი იყო, უბრალოდ. ეს არ არის პირველი შემთხვევა, იგივე გავიხსენოთ ლაშა ტალახაძის მიმართ რა დამოკიდებულებაა. გაუგებარია უბრალოდ. რაც შეეხება ჩვენს ახალგაზრდებს – ხვიჩას, დავითაშვილს, მამარდაშვილს, უნიჭიერესი ახალგაზრდები არიან, მინდა წარმატებები ვუსურვო ამათ. ხვიჩა იტალიაში ერთ-ერთ საუკეთესო კლუბში თამაშობს, “ნაპოლიში”, რომელიც ძალიან დიდი ტრადიციების გუნდია. ხვიჩა უნიჭიერესი ფეხბურთელია. რაც იმედს მაძლევს, რომ კიდევ უფრო განვიტარდება არის ის, რომ ისაა ძალიან თავმდაბალი ადამიანი და შრომისმოყვარე. მან იცის შრომის ფასი და დარწმუნებული ვარ, რომ იტალიაში კიდევ უფრო გაიზრდება, კიდევ უფრო დაეხმარებიან თუ როგორ ითამაშოს ტაქტიკური თვალსაზრისით სწორად  და გულწრფელად მინდა ძალიან დიდი წარმატება ვუსურვო და “ჩემპიონთა ლიგის” მოგება, რაც ყველა ფეხბურთელის ოცნებაა
aviabiletebi
ავიაბილეთები

ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ “იმედის” ეთერში განაცხადა.

იტვირთბა....