ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“თქვენ ხომ არ იცით, ვინ არის ის უგუნური ადამიანი, ვინც ახალი სპორტის სასახლე იმ ადგილას ააშენა? – ელისაშვილი წულუკიანს

პარტია “მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრს, თეა წულუკიანს ახალ სპორტის სასახლესთან დაკავშირებით ჰკითხა.

“თქვენ თქვით, რომ ახალი სპორტის სასახლე 96 მილიონად აშენდაო. მეც და ალბათ მთელს საქართველოს გვაქვს ასეთი კითხვა – თქვენ ხომ არ იცით, ვინ არის ის ადამიანი, ვინც გადაწყვიტა, რომ სპორტის სასახლე მაინცდამაინც იმ ადგილას უნდა აშენებულიყო? ვინ არის ის გუგუნური ადამიანი, ჩემი აზრით იმიტომ, რომ 360 გრადუსით არის სასაფლაოების გარემოცვაში ის სპორტის სასახლე. ევრობასკეტი ქუჩის მარცხენა მხარეს მატჩი რომ მიმდინაროებდა, მარჯვენა მხარეს მიცვალებულებს კრძალავდნენ და სამლოვიარო პროცესიები მიმდინარეობდა. იმას რომ თავი დავანებოთ, რომ ეს იყო აბსოლუტური ოროსნობა ურბანული თვალსაზრისით – ერთი ვიწრო სატრანსპორტო არტერია აკავშირებს ამ სპორტის სასახლეს ქალაქთან, ეს არის უნივერსიტეტის ქუჩა, რომელიც, რა თქმა უნდა, გადაიტვირთებოდა, როდესაც იქ მატჩი იქნებოდა და გადაიტვირთა კიდეც და ჯოჯოხეთი იყო მატჩზე მისვლა იმას რომ თავი დავანებოთ, რომ ვენტილაცია არ არსებობდა და ზედა იარუსებზე კინაღამ დაიხრჩო ხალხი უჰაერობით”, – მიმართა ელისაშვილმა წულუკიანს, რომელიც პარლამენტში მოხსენებით გამოდის.

იტვირთბა....