[su_quote]ძეგლთა დაცვის სისტემაში სერიოზული რეფორმა განხორციელდა, ზოგი ამას რეპრესიებს უწოდებს, ორივე “რ”-ზე იწყება და არაუშავს. რეფორმა გულისხმობს იმას, რომ დავემშვიდობეთ იმ ადამიანებს, რომლებიც ნეპოტიზმით, უცოდინრობის მიუხედავად მუშაობდნენ სისტემაში. დიახ, ეს არის ასე. სასამართლო პროცესები მიმდინარეობს, ოთხ საქმეზე უკვე დამდგარია გადაწყვეტილება და ოთხივე გადაწყვეტილება არის სამინისტროს სასარგებლოდ – უარია ნათქვამი სამსახურში აღდგენაზე. მე არ მაქვს კრიტერიუმები რამდენიმე მნიშვნელოვანი კრიტერიუმის გარდა, ესენია: პროფესიონალიზმი, დაუზარლობა (რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, გვყავდნენ ადამიანები, რომლებსაც ეუბნები, რომ წადი ამა თუ იმ ძეგლზე, ამოსულია ხე და და მას უბრალოდ ეზარება… ბოდიშს არ მოვიხდი ამაზე, რომ მე არ მეზარება შრომა და თანამშრომელი მყავს ისეთი, რომელსაც ეზარება) და კიდევ ერთი კრიტერიუმია, ადამიანს უნდა ჰქონდეს ელემენტარული პროფესიული და სხვა უნარები, რომ ის სამუშაო გასწიოს, რისთვისაც არის დასაქმებული[/su_quote]
იტვირთბა....