ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სამხედრო კომისარი ბესლან ტარბა Sputnik.Abkhazia-სთან ინტერვიუში აცხადებს, რომ რუსეთში გამოცხადებული ნაწილობრივი მობილიზაცია მათაც ეხებათ, რადგან ოკუპირებული აფხაზეთში მცხოვრები ადამიანების 90%-ზე მეტი რუსეთის მოქალაქეა.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას “ეხო კავკაზა” ავრცელებს.
„ჩვენ სწორად მივიღეთ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის გამოსვლა. ნაწილობრივ ეს ეხება ჩვენი რესპუბლიკის მცხოვრებლებს. თუ საჭიროა ნაწილობრივი მობილიზაციის ჩატარება, ბუნებრივია, ამას მაშინ გავაკეთებთ, როდესაც მივიღებთ ოფიციალურ ცალკეულ მითითებას“, – განაცხადა სამხედრო კომისარმა.
მოგვიანებით, აფხაზეთის ე.წ. თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ბესლან ტარბას კომენტარი “არ ასახავს თავდაცვის სამინისტროს პოზიციას, მაგრამ არის კერძო თვალსაზრისი”.
უწყებაში ამბობენ, რომ ისინი ასრულებენ „დავალებებს რუსეთის ფედერაციასთან სამხედრო სფეროში ადრე დადებული ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების შესაბამისად“.