ახალი ამბები მსოფლიო უკრაინის ომი

“რუსეთმა დაცვის მიზნით შესაძლოა ბირთვული იარაღიც გამოიყენოს” – მედვედევი

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევი აცხადებს, რომ რუსეთი უკრაინასთან ომში არა მხოლოდ მობილიზაციის შესაძლებლობებს, არამედ ნებისმიერ რუსულ იარაღს, მათ შორის სტრატეგიულ ბირთვულ ძალას გამოიყენებს.

მისივე თქმით, სხვადასხვა გადამდგარ იდიოტებს გენერლების ზოლებში არ დასჭირდებათ საუბრებით მათი შეშინება, რომ НАТО ყირიმს თავს დაესხმება.

“1.რეფერენდუმი ჩატარდება და დონბასის რესპუბლიკები, ასევე სხვა ტერიტორიები რუსეთს შემოურთდება.

2. ყველა შემოერთებულ ტერიტორიას რუსეთის შეიარაღებული ძალები დაიცავენ.

3. რუსეთმა აღნიშნა, რომ ასეთი დაცვისთვის შესაძლოა გამოყენებულ იქნას არა მხოლოდ მობილიზაციის შესაძლებლობები, არამედ ნებისმიერი რუსული იარაღი, როგორც სტრატეგიული ბირთვული და ასევე ახალ ტექნოლოგიებზე დამზადებული.

სწორედ ამიტომ, სხვადასხვა გადამდგარ იდიოტებს გენერლების ზოლებში არ დასჭირდებათ საუბრებით ჩვენი შეშინება, რომ НАТО ყირიმს თავს დაესხმება. ჰიპერბგერითი [რაკეტა] თავის მიზნებს ევროპაში და აშშ-ში ძალიან სწრაფად მიაღწევს.

დასავლეთის ქვეყნების მოქალაქეებმა უნდა გაიაზრონ, რომ რუსეთმა საკუთარი გზა აირჩია, საიდანაც უკან დახევა შეუძლებელია”, – წერს მედვედევი “ტელეგრამზე”.

იტვირთბა....