ახალი ამბები მსოფლიო უკრაინის ომი

VIDEO: რუსეთში მობილიზაცია დაიწყო

უკრაინული მედია ავრცელებს კადრებს, რომელშიც ჩანს, რომ რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაციის ფარგლებში მამაკაცები სამხედრო სამსახურში მიდიან.

შეგახსენებთ, რომ ვლადიმერ პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა, რომლის ფარგლებში სამხედრო სამსახურში 300 000 რეზერვისტს გამოიძახებენ.

დიდი ბრიტანეთის სადაზვერვო სამსახური წერს, რომ ვლადიმერ პუტინი ამ ნაბიჯით მნიშვნელოვან პოლიტიკურ რისკზე წავიდა, რადგან რუსეთის მოსახლეობა მობილიზაციის გამო საკმაოდ უკმაყოფილოა.

ცნობისთვის, რუსეთში მობილიზაციის წინააღმდეგ აქციები დაიწყო, რომელზეც 1 300 ადამიანი დააკავეს და მათი ნაწილი სამხედრო სამსახურში გაიწვიეს.

იტვირთბა....