aviabiletebi
ახალი ამბები საზოგადოება სამართალი

ცნობილია, რატომ ითხოვდა გრიგოლ ნარსია ანკესს

aviabiletebi
ავიაბილეთები

“საქართველოს ბანკზე” თავმდამსხმელი გრიგოლ ნარსია საკუთარ ჩვენებაში განმარტავს, რატომ ითხოვდა თანხის გარდა, ვერტმფრენს, ანკესს და რუსეთის დროშას.

“კურიერის” მოპოვებული ჩვენების მიხედვით, ნარსია თანხის მიღების შემდეგ გეგმავდა, ვეტმფრენით ჯერ ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე, შემდეგ კი – რუსეთში გადასვლას. რაც შეეხება დროშასა და ანკესს, ნარსია განმარტავს, რომ სურდა, ანკესის საშუალებით დროშა ვერტმფრენიდან გადმოეფინა.

ნარსია ჰყვება, რომ შევიდა ბანკში და თანამშრომლებს თანხა მოსთხოვა, თუმცა თანხის ის რაოდენობა, რაც იმ მომენტისთვის სალაროში იყო, ნარსიასთვის საკმარისი არ აღმოჩნდა. ამის შემდეგ მან თანხის მოსატანად ბანკსა და შსს-ს 3 საათიანი ვადა მისცა.

თავდამსხმელი ადასტურებს, რომ აიყვანა მძევლები და აღიარებს, რომ სპეცრაზმს აყვანის დროს წინააღმდეგობა გაუწია, თუმცა აქვე აღნიშნავს, რომ ასაფეთქებელი მოწყობილობა არა რეალური, არამედ მულაჟი იყო, რომელიც თავად დაამზადა და დაამონტაჟა.

მედიის, ცნობით ნარსია აცხადებს, რომ თანამზრახველები არ ჰყოლია.

იტვირთბა....