ახალი ამბები ბიზნესი მსოფლიო უკრაინის ომი

მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, რუსეთის საფონდო ბირჟაზე აქციების ფასი რეკორდულად დაეცა

ვლადიმერ პუტინის მიერ ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადებამ რუსეთის საფონდო ბირჟაზე კოლაფსი შექმნა, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

ირკვევა, რომ ოთხშაბათს, 21 სექტემბერს, მოსკოვის ბირჟის ინდექსი 9,61%-ით დაეცა და 2002,73 ნიშნულამდე დავიდა.

როგორც მედია წერს, ეს არის მინიმალური დონე 24 თებერვლის შემდეგ, როდესაც რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

 რუსული კომპანიების აქციებზე ფასების კლების მაჩვენებლები ასე გამოიყურება:

რუსული რუბლის კლება მოსკოვის ბირჟაზეც დაიწყო. აშშ დოლარის კურსმა 62,61 რუბლი შეადგინა, რაც 2,01 რუბლით აღემატება წინა ვაჭრობის დახურვის დონეს.

იტვირთბა....