საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებით, იქ ქვეყნები, რომლებიც ომში უკრაინის მხარეს დრომაზე უარს აცხადებენ, ახალი რუსული იმპერიალიზმის თანამონაწილეები არიან. ამის შესახებ მაკრონმა გაერო-ს გენერალური ასანმლეის სესიაზე განაცხადა.
“ისინი, ვინც დღეს დუმილს ამჯობინებენ, საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ თუ ფარული თანამონაწილეობის სურვილით, ემსახურებიან ახალი იმპერიალიზმის ჩამოყალიბებას”, – ციტირებს Politico მაკრონის სიტყვებს.
როგორც საფრანგეთის პრეზიდენტი ამბობს, რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ “იმპერიალიზმისა და კოლონიების ეპოქაში დაბრუნებას” ნიშნავს და მსოფლიო არჩევანის წინაშე დგას “ომსა და მშვიდობას” შორის.