[su_quote]მესმის, რომ არის დისკომფორტი და სირთულეები, მაგრამ ამ ყველაფრის გარეშე წარმოუდგენელია ქალაქის განვითარება. თუ ვინმე გვასწავლის როგორ მოხდეს ქუჩების რეაბილიტაცია, მაგალითად მიწისქვეშა კომუნიკაციების ცვლილება, რომ გადათხრა არ მოგვიწიოს კონკრეტული გამზირების ან ქუჩების, სიამოვნებით მივიღებთ რჩევას, მაგრამ მსოფლიოში არ არსებობს ასეთი რამ. ამ დისკომფორტს ყველამ ერთად უნდა გავუძლოთ, მაგრამ გარწმუნებთ, როდესაც სამუშაოები დასრულდება, ჩვენი ქალაქი იქნება გაცილებით უკეთესი, უფრო ლამაზი და უფრო კომფორტული, ვიდრე არის დღეს და იყო გუშინ ან გუშინწინ.[/su_quote]
აღნიშნულის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა და გამოეხმაურა ქალაქში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე, რომელმაც მოსახლეობას დისკომფორტი შეუქმნა.