“ჩვენ არანაირი მორალური უფლება არ გვაქვს, ჩვენთვის ახლობელი ადამიანები ჯალათებს დავაჯიჯგნინოთ, არ შეგვიძლია, რეაგირება არ გვქონდეს მათ სწრაფვაზე – თავად განსაზღვრონ საკუთარი მომავალი” – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. “ხელისუფლებების” მიერ რუსეთთან მიერთების საკითხზე რეფერენდუმების დანიშვნასთან დაკავშირებით განაცხადა.
პუტინის თქმით, ყველაფერს გააკეთებენ, რომ რეფერენდუმები უსაფრთხოდ ჩატარდეს.
“რუსეთს რეფერენდუმების მხარდაჭერის თხოვნით მიმართეს. ხაზგასმით ვიტყვი – ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ამ რეფერენდუმების უსაფრთხოდ ჩატარება უზრუნველვყოთ”, – აცხადებს პუტინი.
შეგახსენებთ, დროებით ოკუპირებული დონეცკის, ხერსონის, ლუგანსკის და ზაპოროჟიეს ნაწილის ე.წ-მა “ხელისუფლებებმა” ერთდროულად განაცხადეს რუსეთთან მიერთების საკითხზე რეფერენდუმების დანიშვნის შესახებ.